Thursday, July 14, 2016

14.07.16  ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის ფასილიტაციის, მენეჯმენტის და დიფერენცირების საკითხებზე. გავეცანი ჩემთვის უცნობ საკითხებს რაც დამეხმარება პროექტის უფრო სწორად და ხარისხიანად წარმართვაში, რაც ხელს უწყობს  ბავშვების აქტიურად ჩართვას პროექტში.

Wednesday, July 13, 2016


შევქმენი სამუშაო პორტფოლიო. ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმაზე.კერძოდ: განვსაზღვრე საგნონრივი სტანდარტი; დავსახე პროექტის სასწავლო მიზნები მისაღწევ შედეგებზე; დავწერე მიმართულების მიმცემი კითხვები.გავაკეთე საინფორმაციო ბროშურა,გავაკეტე სასწავლო პროექტის პრეზენტაცია მეფუტკრეობაზე. ვიმუშავე წინარე ცოდნის და სასწავლო პროცედურებზე. გავეცანი საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციას და გამოვიყენე პრაქტიკაში; ვიმუშავე მოსწავლის ნიმუშზე და შევქმენი მოსწავლის ნამუშევარი ,, ბროშურა".